ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოსნია ომის დაწყების თარიღს აღნიშნავს


ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში ომის დაწყების 20 წლისთავი ქუჩაში წითელი ფერის 11 541 სკამის ჩამწკრივებით აღნიშნეს, რაც სიმბოლურად ომში დაღუპულ ადამიანებს განასახიერებს.

1992-95 წლების სამოქალაქო ომმა ბოსნიაში მილიონამდე ადამიანი ლტოლვილად აქცია საკუთარ სამშობლოში.

1992 წლის 6 აპრილს ბოსნიელი მუსულმანები, სერბები და ხორვატები სარაევოს ქუჩებში გამოვიდნენ მშვიდობისა და თავისუფლების მოთხოვნით, თუმცა ცოტა ხანში ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაებნენ, რამაც სარაევოს 44 თვიანი ალყა გამოიწვია.

1995 წელს შეერთებული შტატების შუამავლობით, ბოსნიის კონფლიქტი დასრულდა. დღეს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე ამ ომის დამნაშავეებს ასამართლებენ, რომელთა შორის სერბი გენერალი რადკო მლადიჩიც არის. მას 1995 წელს ქალაქ სრებრენიცაში მოწყობილ ხოცვა-ჟლეტაში ედება ბრალი, რომლის დროსაც 8 000 მუსულმანი მამაკაცი მოკლეს.

XS
SM
MD
LG