ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვარდნა მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე


შანხაის ბირჟაზე 8.5, იაპონიაში - 4.6 და ჰონგ კონგში 4.9 პროცენტიანი ვარდნა მოხდა. უოლსტრიტზე ფასები დღეს დილით თითქმის 5 პროცენტამდე დაეცა,

მსოფლიოს წამყვან საფონდო ბირჟებზე დღეს აქციების ფასები მკვეთრად დაეცა. ჩინეთში, შანხაის ბირჟაზე 8.5, იაპონიაში - 4.6 და ჰონგ კონგში 4.9 პროცენტიანი ვარდნა მოხდა. ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟაზე აქციების ფასები დღეს დილით თითქმის 5 პროცენტამდე დაეცა, თუმცა მოგვიანებით მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა და ვარდნის მაჩვენებელი 3 პროცენტამდე ავიდა. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ლონდონში, პარიზში და ფრანკფურტში, სადაც საფონდო ბირჟები 2.5 პროცენტით დაბალი მონაცემით გაიხსნა.

დღეს ნავთობის ფასიც მკვეთრად დაეცა და პირველად უკანასკნელი წლების მანძილზე ბარელზე 40 დოლარზე ნაკლები შეადგინა. გადაუმუშავებელი ნავთობის ფასი 4 პროცენტამდე შემცირდა, რაც ბოლო 6 წლის რეკორდული მონაცემია. ანალიტიკოსები ბაზრებზე მიმდინარე მოვლენებს მსოფლიოს ზომით მეორე, ჩინეთის ეკონომიკაში მიმდინარე ბირჟების შოკურ ტალღებს და ჩინური ფულის ერთეულის დევალვაციას უკავშირებენ.

XS
SM
MD
LG