ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზიურ ბირჟებზე ზრდა ფიქსირდება


შან ხაის და ჰონგ კონგის ბირჟებზე მკვეთრი გაუმჯობესებაა, რაც გავლენას მთელ რეგიონზე ახდენს. პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა ტოკიოში, სეულში და სიდნეიშიც.

ჩინეთის საფონდო ბირჟებზე ხანგრძლივი მერყეობის შემდეგ მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. მოგებას პეკინის მიერ გატარებულ ახალ ზომებს უკავშირებენ, რომელმაც სამკვირიანი ვარდნის შეჩერება შეძლო.

შანხაის ბირჟაზე დღეს 5.8 პროცენტიანი მონაცემი დაფიქსირდა, მაშინ როცა ვაჭრობის დაწყებისას ის 3.5 პროცენტამდე იყო დაცემული. ახალი ინდექსი 2009 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მონაცემია. გაუმჯობესებაა ჰონგ კონგის ბირჟაზეც, სადაც მის დახურვამდე 4-პროცენტიანი მატება აღინიშნა. ზრდამ გავლენა რეგიონის სხვა საფონდო ბირჟებზე მიმდინარე ინვესტორთა აქტივობაზეც მოახდინა. პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა ტოკიოში, სეულში და სიდნეიში.

XS
SM
MD
LG