ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ათენმა მსოფლიოს ბაზრებზე ახალი არეულობა შეიტანა


ევროპის საფონდო ბირჟებზე 2 და აზიურზე 3-პროცენტიანი ვარდნა დაფიქსირდა. შანხაის ბირჟაზე დაღმასვლამ 3.5 პროცენტს მიაღწია. ათენის საფონდო ბირჟა 6 დღით დაიხურა.

დღეს დილით საბერძნეთში განვითარებულმა მოვლენებმა მსოფლიოს ბაზრები და საფონდო ბირჟები კიდევ ერთხელ შეარყია. ათენის საფონდო ბირჟა 6 დღით დაიხურა. ხვალ საბერძნეთს და ევროკავშირს შორის მასტიმულირებელი ფინანსური პაკეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების ვადა იწურება.

ევროპის საფონდო ბირჟებზე 2 და აზიურზე 3-პროცენტიანი ვარდნა დაფიქსირდა. შანხაის ბირჟაზე დაღმასვლამ 3.5 პროცენტს მიაღწია. მომავალ კვირას საბერძნეთში რეფერენდუმი ტარდება, რომელიც ევროკავშირის მხრიდან კრედიტის კიდევ უფრო გამკაცრებულ მოთხოვნებს უყრის კენჭს. ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ რეფერენდუმზე უარყოფითი პასუხი საბერძნეთისთვის პრაქტიკულად ევროპისგან პოლიტიკური გაყრის ტოლფასი იქნება.

XS
SM
MD
LG