ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთის საფონდო ბირჟა გაიხსნა


გაცვლითი კურსი საბერძნეთის საფონდო ბირჟაზე თითქმის 23 პროცენტით დაეცა, თუმცა დაახლოებით ორ საათში ვარდნამ 19 პროცენტი შეადგინა.

ხუთი კვირის შემდეგ საბერძნეთის საფონდო ბირჟა პირველად გაიხსნა. გახსნისთანავე მასზე აქციების მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა. გაცვლითი კურსი თითქმის 23 პროცენტით დაეცა, თუმცა დაახლოებით ორ საათში ვარდნამ 19 პროცენტი შეადგინა.

ხელისუფლებამ საფონდო ბირჟა ივნისის ბოლოს დახურა. იმავე პერიოდში საკრედიტო კრიზისის გამო დაიხურა ბანკები და დაწესდა ფულის გატანის ლიმიტები. ათენმა მორიგი ფინანსური დახმარების შესახებ ევროპის კავშირთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებას მიაღწია და 20 ივლისს ბანკებიც გაიღო. ახალი ფინანსური სტიმულირების პაკეტის ოდენობა დაახლოებით 94 მილიარდით განისაზღვრა.

XS
SM
MD
LG