ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი ეგვიპტის დახმარებას აგრძელებს


შეერთებული შტატები ეგვიპტის დასახმარებლად 1 მილიარდ დოლარს საერთაშორისო დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფს

ამასთან დაკავშირებით, ამერიკელი დიპლომატების ჯგუფმა ქაიროში სპეციალურად მომზადებულ ხელშეკრულებაზე მუშაობა დაასრულა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ეგვიპტის ეკონომიკური დახმარების ინიციატივით პირველად გასულ წელს გამოვიდა. ეგვიპტისთვის ვალის შემსუბუქების ინიციატივას წინააღმდეგობები ახლდა თან.

პარალელურად, ქაირომ ვაშინგტონთან ინვესტიციების თაობაზე მოლაპარაკებები განაახლა. ამ მიზნით შეერთებული შტატების სახელმწიფო მდვინის მოადგილე, რობერტ ჰორმაცი იმ ჯგუფს უხელმძღვანელებს, რომელშიც „გუგლის,“ „ბოინგის,“ „ქსეროქსისა“ და „ჯენერალ ელექტრიკის“ კომპანიების წარმომადგენლები შედიან.

ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ეგვიპტის პრეზიდენტის, მოჰამედ მორსის სამოქმედო გეგმის ძირითად ნაწილს წარმოადგენს. მისი თქმით, ეგვიპტეში უმთავრესი სამუშაო ადგილების შექმნა და, ასევე, ტურიზმის განვითარებაა, რაც ეგვიპტის შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა ყოველთვის.

„უოლ სტრიტ ჯორნალის“ ინფორმაციით, ეგვიპტის ცენტრალურმა ბანკმა 36 მილიარდიანი უცხოური ვალუტის სარეზერვო ფონდიდან დაახლოებით ორი მესამედი უკვე გამოიყენა იმისათვის, რომ ეგვიპტის ეროვნული ვალუტა გაეძლიერებინა.

სულ რამდენიმე ხნის წინ კი, პრეზიდენტმა მორსიმ 4.8 მილიარდი სესხის გამოყოფის მოთხოვნით საერთაშორისო სავალუტო ფონდსაც მიმართა.

ეკონომიკური დახმარების გარდა, ეგვიპტე, როგორც შეერთებული შტატების ერთ-ერთი პარტნიორი უსაფრთხოების საკითხებში, ვაშინგტონისაგან ყოველწლიურად 1.3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას იღებდა. მიუხედავად ამისა, ეგვიპტეში პერზიდენტ მორსის არჩევამ გარკვეული კითხვები დაბადა შეერთებულ შტატებთან მისი საიმედო პარტნიორობის თვალსაზრისით. ამასთანავე, პოლიტიკოსების ერთი ნაწილი მიინევს რომ, პოლიტიკური სტაბილურობა ეგვიპტეში უმთავრესია როგორც ახლო აღმოსავლეთისათვის, ასევე, დასავლეთის ინტერესებიდან გამომდინარე.

მაშინ, როდესაც შეერთბეული შტატების მიერ ეგვიპტისადმი გაწეულმა დახმარებამ ისლამისტურ ჯგუფებში გარკვეული ეჭვი წარმოშვა, მუსლიმთა საბჭომ და ბატონმა მორსიმ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ყოველივე ეს ეგვიპტის 25 მილიარდიანი ბიუჯეტის გამყარებასა და ქვეყანში ეკონომიკური დეფიციტის აღმოფხვრას ისახვდა მიზნად.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ბატონმა ჰორმაცმა პრეზიდენტ მორსის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება - ეგვიპეტში რეფორმების განხორციელების შესახებ დადებითად შეაფასა.
XS
SM
MD
LG