ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის პრეზიდენტის პირველი დეკლარაცია


ეს პრეზიდენტ მორსის მიერ გაცემული პირველი დეკლარაციაა

ეგვიპტის პრეზიდენტმა მოჰამედ მორსიმ მისივე შეურაცხოფაში დამნაშავე გაზეთის რედაქტორი ციხიდან გაათავისუფლა.

ხუთშაბათს, მორსიმ განაცხადა, რომ მსგავსი ცრუ ბრალდების გამო არცერთი ჟურნალისტი არ უნდა იხდიდეს სასჯელს ციხეში.

ეს პრეზიდენტ მორსის მიერ გაცემული პირველი დეკლარაციაა მას შემდეგ, რაც ეგვიპტის სამხედრო მმართველობისგან ხელისუფლება გადაიბარა.

მორსის გადაწყვეტილება ქაიროს სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენს დაემთხვა, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტი ისლამ აფიფი ციხეში სექტემბრამდე დარჩებოდა პრეზიდენტის შეურაცხყოფისა და უწესრიგობის წაქეზებისთვის.

XS
SM
MD
LG