ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტე სავალუტო ფონდს დახმარებას სთხოვს


დახმარების პაკეტი 4,8 მილიარდი დოლარის ტოლფასია

ეგვიპტემ საერთაშორისო სავალუტო ფონდს დახმარების პაკეტის გამოყოფის თხოვნით მიმართა. თანხა რომელიც ეგვიპტელებმა მოითხოვეს 4,8 მილიარდ დოლარს შეადგენს. პოლიტიკური კრიზისისა და ერთწლიანი დაპირისპირების გამო ქვეყანა გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა,

ეგვიპტის პრემიერ მინისტრი ჰაშიმ ქანდილი იმედოვნებს, რომ მთავრობა წლის ბოლომდე შეთანხმებას მოაწერს ხელს, რომლის თანახმადაც ვალს 5 წლის განმავლობაში დაფარავს 1, 1 %-ის განაკვეთით. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა რაც ეგვიპტეს კრისტინ ლაგარდი სტუმრობდა. მისი თქმით, მხარეებს შორის მოლაპარაკება ამ თემაზე ჯერ არ დაწყებულა.

XS
SM
MD
LG