ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტე- შეტაკებები გრძელდება


ეგვიპტე- შეტაკებები გრძელდება
ეგვიპტე- შეტაკებები გრძელდება

ეგვიპტეში პოლიციას და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება. თაჰრირის მოედანზე შეკრებილები ქვეყანაში სამხედრო მმართველობის დასრულებას ითხოვენ. დღეს დილით მათი დაშლა პოლიციიის და სამხედრო დანაყოფებმა სცადეს. დემონსტრანტებმა მათ ქვები დაუშინეს, რის შედეგადაც პოლიციამ ცეცხლის გახსნით სცადა დემონსტრანტების დაშლა. თაჰრირის მოედანზე უკვე ხუთი დღეა საპროტესტო დემონსტრაცია არ წყდება, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა და 500-ზე მეტი დაშავდა. ეგვიპტეს სამხედრო საბჭო ძალის გამოყენებას ამართლებს. საბჭოს განცხადებით, დემონსტრანტები ჯარისკაცების წინააღმდეგ პროვოკაციებს აწყობენ. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გუშინდელ გამოსვლაში. ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებს „შოკისმომგვრელი“ უწოდა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG