ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარტერი ეგვიპტეში იმყოფება


კარტერი ეგვიპტეში იმყოფება

ვიზიტის განმავლობაში ის ქვეყნის მმართველი სამხედრო საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა.

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი აცხადებს, რომ ეგვიპტეს შეიარაღებული ძალები სრულად უნდა დაექვემდებაროს სამოქალაქო ხელისუფლებას, რომელსაც ეგვიპტელი ხალხი წლის ბოლომდე აირჩევს.

კარტერმა ეს განცხადება ქაიროში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. ყოფილი პრეზიდენტი ეგვიპტეში საარჩევნო დამკვირვებლის მისიით იმყოფება. ვიზიტის განმავლობაში ის ქვეყნის მმართველი სამხედრო საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა.

კარტერის განცხადებით, სამხედრო ლიდერებს ქვეყანაში განსაკუთრებული სტატუსის შენარჩუნება მას შემდეგაც სურთ, რაც ქვეყანა სამოქალაქო პრეზიდენტს აირჩევს.

XS
SM
MD
LG