ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში რეიდები განხორციელდა


ეგვიპტეში რეიდები განხორციელდა

დღეს უფლებადამცავების ერთობლივ განცხადებას ხელი 28 სამოქალქო ორგანიზაციამ მოაწერა.

ეგვიპტელი უფლებადამცველები ქვეყნის სამხედრო მმართველებს პროდემოკრატიული ჯგუფების წინააღმდეგ შურისძიებაში ადანაშაულებენ. ამის მიზეზი კი უფლებადმცველების ოფისებში ჩატარებული რეიდები გახდა.

ეგვიპტეს უშიშროების სამსახურმა გუშინ 17 ორგანიზაციის ოფისში მოაწყეო რეიდი. ხელისუფლების განცხადებით ამ აქციის მიზანს წარმოადგენდა იმის დადგენა, თუ რამდენად აფინანსებენ უცხოელი დონორები ქვეყანაში არეულობის ორგანიზებას. დღეს უფლებადამცავების ერთობლივ განცხადებას ხელი 28 სამოქალქო ორგანიზაციამ მოაწერა. მათ ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქცია ოპოზიციის წინააღმდეგ ანგარიშსწორებად შეაფასეს.

ამასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც. პრესპიკერ ვიქტორია ნულანდის თქმით, ვაშინგტონი ეგვიპტეს პოლიციის ქმედებით „ღრმად შეშფოთებულია,“ რაც აზიანებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას.

XS
SM
MD
LG