ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტელმა მინისტრებმა ჩატარებული რეიდები გაამართლეს


ეგვიპტელმა მინისტრებმა ჩატარებული რეიდები გაამართლეს

ეგვიპტელი პროკურორები არასამთავრობოების საქმიანობას გამოიძიებენ

ეგვიპტელმა მინისტრებმა უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში განხორციელებული რეიდები გაამართლეს. მათ უარყვეს შეერთებული შტატების, გაეროს და გერმანიის ოფიციალური პირების მოთხოვნები რეიდების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ეგვიპტეს დაგეგმვის, საერთაშორისო თანამშრომლობის და იუსტიციის მინისტრებმა დღეს განაცხადეს, რომ პროკურორებს მიეცათ ნებართვა გამოიძიონ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ეგვიპტეს კანონმდებლობის დარღვევაში.

რამდენიმე დღის წინ, ეგვიპტეს უშიშროების სამსახურმა 17 ორგანიზაციის ოფისში მოაწყო რეიდი. ხელისუფლების განცხადებით ამ აქციის მიზანს წარმოადგენდა იმის დადგენა, თუ რამდენად აფინანსებენ უცხოელი დონორები ქვეყანაში არეულობის ორგანიზებას. უფლებადამცავების ერთობლივ განცხადებას ხელი 28 სამოქალაქო ორგანიზაციამ მოაწერა. მათ ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქცია ოპოზიციის წინააღმდეგ ანგარიშსწორებად შეაფასეს.

XS
SM
MD
LG