ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ათასობით ეგვიპტელი კვლავ თაჰრირის მოედანზე დგას


ათასობით ეგვიპტელი კვლავ თაჰრირის მოედანზე დგას

მომიტინგეთა შორის იყვნენ ლიბერალური იდეოლოგიის მიმდევარი ჯგუფები, სალაფისტი კონსერვატორები და ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტები.

პარასკევს ათასობით ეგვიპტელი ქაიროში თაჰრირის მოედანზე შეიკრიბა. ისინი ეგვიპტეს მმართველი სამხედრო საბჭოსგან ძალაუფლების სამოქალაქო ძალებისთვის გადაცემას ითხოვდნენ.

პარასკევ დილას დემონსტრაციაში მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა. საღამოს კი მომიტინგეების რაოდენობამ რამდენიმე ათასს გადააჭარბა.

დემონსტრაციის მონაწილეები ეგვიპტეს საზოგადოების ფართო სპექტრს წარმოადგენდნენ. მათ შორის იყვნენ ლიბერალური იდეოლოგიის მიმდევარი ჯგუფები, სალაფისტი კონსერვატიული ორგანიზაციები და ქალთა უფლებების აქტივისტები.

XS
SM
MD
LG