ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფლოიდის მკვლელის ვერდიქტი


ჯორჯ ფლოიდის მკვლელობიდან ერთი წლისთავზე მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს სასამართლომ 22.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ გადაწყვეტილება, როგორც თავად ახსნა, არა საზოგადოებაში არსებული აზრიდან გამომდინარე არამედ მის წინაშე არსებულ ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო.

სასამართლო პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა და სასამართლომ არაერთი მოწმე დაკითხა, გამოიკვლია მტკიცებულებები და მოისმინა ბევრი ადამიანის პოზიცია. პროცესის ბოლოს კი მოსამართლემ ყოფილი პოლიციელი დამნაშავედ სცნო.

„სასჯელი განპირობებულია ნდობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით და თქვენს მიერ ჯორჯ ფლოიდის მიმართ განსაკუთრებულად გამოხატული სისასტიკით,“
- თქვა მოსამართლემ პიტელ კეჰილმა. 

მოსამართლის სიტყვებს დუმილით შეხვდა დერეკ შოვინი. 45 წლის პოლიციელი, რომელიც დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ასფალტზე დაწვენილ ჯორჯ ფლოიდს მუხლით კისერზე აწვებოდა. შოვინმა ფლოიდის არაერთი თხოვნა, რომ სუნთქვის საშუალება მიეცა, არ გაითვალისწინა, მიღებული ტრავმვის გამო კი ფლიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ერთი წლისა და ერთი თვის თავზე, დერეკ შოვინმა თავი დამნაშავედ სცნო და ფლოიდის ოჯახს ბოდიში მოუხადა.

„ამ ეტაპზე სხვადასხვა იურიდიული საკითხების და პროცედურების გამო არ შემიძლია ვრცლად საუბარი. თუმცა, მოკლედ მინდა ვთქვა და მივუსამძიმრო ფლოიდის ოჯახს,“- აღნიშნა სასამართლო დარბაზში დერეკ შოვინმა. ის თვეების განმავლობაში დუმილის უფლებას იყენებდა.

შოვინის ბოდიშს ფლოიდის ოჯახის წევრები და ძმა არ იღებენ. პროცესზე მყოფმა ტერენს ფლოიდმა შოვინს მიმართა და უთხრა, რომ მისი ბოდიში ოჯახის ტკივილს ვერ გაანეიტრალებს.

„ამ ადამიანისგან მინდა როდესმე გავიგო რატომ? რატომ გააკეთა ეს? რას ფიქრობდა იმ დროს? რა ხდებოდა მის თავში, როცა ჩემს ძმას კისერზე მუხლით აწვებოდა? ის ხომ მას საფრთხეს ვერ შეუქმნიდა? მას ხომ ხელბორკილები ედო? რატომ, რატომ გააკეთე ეს? „- მიმართა სხდომაზე მყოფმა ჯორჯ ფლოიდის ძმამ 45 წლის პოლიციელს, რომელიც ამ მიმართვას დუმილით და უემოციოდ უსმენდა.

არათუ ბოდიშს, ფლიდის ოჯახის წევრები ითხოვენ, რომ ყოფილ პოლიციელს დერეკ შოვინს სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ შოვინის ქმედებისთვის 22-წლიანი პატიმრობა შეუსაბამოა.

„ეს ცივსიხლიანი მკვლელია. მას კისზერზე 9 წუთისა და 22 წამის განმავლობაში ჰქონდა მუხლი დაჭერილი ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ 22 წელი და 6 თვე საკმარისია მისი ქმედებისთვის. მას სამუდამო პატიმრობა უნდა მისჯოდა. ჩვენთვის ჯორჯი არ დაბრუნდება და ეს ადამიანიც არ უნდა გამოვიდეს ციხიდან,“- აღნიშნა სხდომის შემდეგ ბრენდო უილიამსმა, რომელიც ჯორჯ ფლოიდის ძმისშვილია.

მოსამართლის განაჩენი საბოლოო არ არის და ის გასაჩივრებას ექვემდებარება. არსებობს ვარაუდი, რომ 45 წლის ყოფილი პოლიციელი, დერეკ შოვინი, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და პატიმრობის ვადის შემსუბუქებას მოითხოვს.

ყველაფერი გასული, 2020 წლის მაისში დაიწყო, მაშინ როცა 46 წლის, ჯორჯ ფლოიდმა მაღაზიაში ყალბი ფულის გამოყენება სცადა. დადასტურებული ინფორმაციით, მაღაზიის მეპატრონემ პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს შორის ერთ-ერთი დერეკ შოვინი იყო.

კადრებში ჩანს, როგორ გადმოყავთ ჯორჯ ფლოიდი ავტომობილიდან, ადებენ ხელბორკილებს და პირქვე ასფალტზე აწვენენ. მოქალაქეების მიერ გადაღებულ კადრებში კი ჩანს კადრი, რომ ავტომობილის გვერდით ძირს დაწვენილ ფლოიდს დერეკ შოვინი მუხლით კისერზე აწვება. კადრების პარალელურად ისმის ხმაც, სადაც ჯორჯ ფლოიდი განმეორებით ამბობს, რომ ვერ სუნთქავს, თუმცა ადგილზე მყოფი პოლიციელები ფლოიდის სიტყვებს არ ითვალისწინებენ. 10 წუთში ადგილზე სასწრაფოს გამოძახება ხდება საჭირო. მალევე ცნობილი ხდება, რომ ფლოიდი გარდაიცვალა.

ნასას "დამალული ფიგურები"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:57 0:00

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ, ამერიკასა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები სახელწოდებით „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“. დემონსტრანტების ლოზუნგი ხშირად იყო: "ვერ ვსუნთქავ". მალევე დააკავეს ბრალდებული პოლიციელები. პირველი დაკავებულთა შორის დერეკ შოვინი იყო.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG