ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორეგონში დემონსტრატებს შორის დაპირისპირება მოხდა

ორეგონის შტატში საპროტესტო გამოსვლები სულ უფრო ძალადობრივი ხდება. გასულ ღამეს, ქალაქში ერთმანეთს პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები და მოძრაობა "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანიას" აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთი ხელჩართული ბრძოლის დროს, სამართალდამცავებმა, სულ მცირე, ორი ადამიანი დააკავეს.

დაპირისპირება მხარეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც სალემში კაპიტოლიუმთან მისული პრეზიდენტ ტრამპის 100-მდე მხარდამჭერი, "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანიას" 20 მდე აქტივისტს შეხვდა. პრეზიდენტის მხარდამჭერებს ხელში ტრანსფარანტები ეჭირათ და ზოგიერთ მათგანს თან იარაღი ჰქონდა.

სააგენტო "როიტერის" ცნობით, ადგილზე შტატის 20-მდე პოლიციელი იმყოფებოდა.

პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, დაკავებულები მოგვიანებით გაათავისუფლეს.

საპროტესტო აქციები ორეგონში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ფლოიდი, სამართალდამცავების ზედამხედველობის ყოფნის დროს გარდაიცვალა.

This item is part of

Facebook Forum

XS
SM
MD
LG