ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიციამ დაკავებისას მოკლა პორტლენდის მკვლელობაში ეჭვმიტანილი


მამაკაცი, რომელიც ქ. პორტლენდში კონტრაქციის ულტრამემარჯვენე მონაწილის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, პოლიციამ დაკავების დროს მოკლა. ინფორმაციას შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ადასტურებს, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.

48 წლის მაიკლ ფორესტ რაინელის დაკავების ოპერაციას ფედერალური საგანგებო ჯგუფი უძღვებოდა. მას ვაშინგტონის შტატის ქალაქ ლეისიში მიაკვლიეს.

შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტები რეინოლის აყვანას დაკავების ორდერის მიღებისთანავე შეუდგნენ. იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ეჭვმიტანილმა დაკავებისას იარაღი ამოიღო, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა მას ესროლეს.

რაინელი გასულ შაბათს, ორეგონის შტატის ქ. პორტლენდში მომხდარი სროლის ამსახველ ვიდეოზე რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის საკუთარმა დამაც ამოიცნო. ეჭვმიტანილმა 39 წლის არონ ჯეი დენიელსონს მკერდში ესროლა და მოკლა.

სოციალურ მედიაში რაინელი საკუთრ თავს ანტიფაშისტს და "100%-იან ანტიფას" უწოდებდა. ის რეგულარულად დადიოდა რასიზმის წინააღმდეგ გამართულ მიტინგებზე და სოციალურ მედიაში ღიად წერდა, რომ ულტრამემარჯვენების მიერ გამართულ კონტრაქციასთან მხოლოდ საბრძოლო ტაქტიკის გამოყენება გაჭრიდა.

"ანტიფა" ანტიფაშისტური მოძრაობის შემოკლებული სახელია. დაჯგუფება ამ სახელით მას შემდეგ შეიქმნა, რაც შეერთებულ შტატებში თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრეთა გააქტიურება და აგრესიული პოლიტიკის გატარება დაიწყო.

"ანტიფას" წევრები ძირითადად ულტრამემარჯვენეთა აქციებზე ჩდნებოდნენ და მათთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ. საწინააღმდეგო მხარე მათ რასიზმის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე შენობების დაწვაში და ვანდალიზმში ადანაშაულებს. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი "ანტიფას" ტერორისტულ ორგანიზაციას უწოდებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG