ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ზოგიერთ ქალაქში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ძალადობრივი დაპირისპირება მოხდა


შაბათ-კვირას, ანტი-რასისტულმა საპროტესტო გამოსვლებმა ძალადობრივი ფორმა მიიღო. პორტლენდში, ორეგონის შტატში, აქციის მონაწილეები ფედერალურ აგენტებს დაუპირსპირდნენ. კალიფორნიასა და ვირჯინიაში კი საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს.

პორტლენდში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა კიდევ ერთხელ გაეპროტესტებინათ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის და პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტები. აქციის მონაწილეებმა ქალაქის ფედერალური სასამართლოს შენობის ღობე მოანგრიეს და სასამართლოს ტერიტორიაზე გადავიდნენ, სადაც ფედერალური აგენტები იყვნენ გამაგრებული.

დილის 1:20-წუთზე პოლიციამ სიტუაცია არეულობად შეაფასა და მომიტინგეებს მოუწოდა დაშლილიყვნენ. დაახლოებით, 20 წუთის შემდეგ ფედერალურმა ოფიცრებმა და ადგილობრივმა პოლიციამ ხალხის დაშლის მცდელობა დაიწყო, თუმცა პროტესტი კიდევ, დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა. დაკავებულია რამდენიმე მომიტინგე.

პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ გამართული საპროტეტსო აქცია, გაცილებით უფრო ტრაგიკულად დამთავრდა ოსტინში, ტეხასის შტატში. იქ, პოლიციის განცხადებით, ერთ-ერთ დემონსტრანტს ესროლა და მოკლა პიროვნებამ, რომელიც მანქანით შეიჭრა საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის. კიდევ ერთ ადამიანს ესროლეს და დაჭრეს ავრორაში, კოლორადოს შტატში. იქაც, უცნობი პირი მანქანით შეიჭრა საპრტოტესტი აქციის დროს.

შაბათ-კვირის საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის საქმის გამოძახილია, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები ჯერ კიდევ მაისის თქვეში მოჰყვა. შავკანიანი ფლოიდი თეთრკანიანი პოლიციის მიერ მისი დაკავების დროს გარდაიცვალა. პოლიციელს ფლოიდის კისერზე ფეხი, დაახლოებით, 8 წუთის განმავლობაში ედო და მიუხედავად იმისა, რომ ფლოიდი ამბობდა, რომ ვეღარ სუნთქავდა, პოლიციელს დაკავებულის კისრიდან ფეხი არ მოუშორებია. პოლიციელი, რომელმაც ფლოიდი დაკავა და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი სამართალდაცავი დაკავებული არიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG