ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო: ალიანსის წევრ ქვეყანაზე კიბერთავდასხმა მე-5 მუხლს აამუშავებს


ნატოს წევრ სახელმწიფოზე კიბერთავდასხმამ შეიძლება გამოიწვიოს მე-5 მუხლის ამუშავება, მისი კოლექტიური თავდაცვის პუნქტი, განაცხადა ნატოს ოფიციალურმა პირმა ორშაბათს.

ოფიციალური პირის ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც სულ უფრო გაიზარდა შეშფოთება, რომ უკრაინაში კიბერშეტევების შემდეგ, ეს შესაძლოა სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს.

სამხედრო ალიანსს ბევჯერ აქვს გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კიბერთავდახმა ნატოს წევრ ქვეყანაზე, აამოქმედებს მე-5 მუხლს. თუმცა ამ დღემდე ეს მხოლოდ თეორიული მსჯელობა იყო.

„მოკავშირეები ასევე აღიარებენ, რომ მნიშვნელოვანი მავნე კუმულაციური კიბერ აქტივობების გავლენა, შესაძლოა, გარკვეულ პირობებში, შეიარაღებულ თავდასხმად ჩაითვალოს“, განუცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა სააგენტო "როიტერს".

"ჩვენ არ დავიწყებთ სპეკულაციას იმაზე, თუ რამდენად სერიოზული უნდა იყოს კიბერშეტევა კოლექტიური პასუხის გასააქტიურებლად. ნებისმიერი საპასუხო ქმედება, შეიძლება მოიცავდეს დიპლომატიურ, ეკონომიკურ სანქციებს, კიბერ ზომებს ან თუნდაც ჩვეულებრივ ძალებს, თავდასხმის ბუნებიდან გამომდინარე," ამბობს ოფიციალური პირი.

მიაღწია თუ არა კიბერშეტევამ მე-5 მუხლის ამუშავებისთვის საჭირო ზღვარს, ეს „პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება ნატოს მოკავშირეებისთვის“.

ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა რამდენჯერმე გაავრცელეს გაფრთხილება უკრაინაზე პოტენციური კიბერთავდასხმების შესახებ, რომლებსაც შეიძლება საერთაშორისო შედეგებიც მოჰყვეს.

XS
SM
MD
LG