ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფიფა" და "უეფა" რუსეთს საერთაშორისო საფეხბურთო ასპარეზობებიდან ხსნიან


დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ შეზღუდვებს დღეს "ფიფა" (ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია) და "უეფაც" (ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი) შეუერთდნენ. უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის გამო, რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს და რუსულ გუნდებს ეკრძალებათ თამაში როგორც ევროპის, ისე მსოფლიო ასპარეზობებზე.

დღეს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადება ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ორივე ორგანიზაცია ერთიანია გადაწყვეტილებაში, რომელიც ეფუძნება "ფიფას" მმართველ საბჭოში და "უეფას" აღმასრულებელ კომიტეტში მოწყობილ შესააბამის განხილვას. შეზღუდვა უვადოა, "შემდგომი გადაწყვეტილების" მიღებამდე- ნათქვამია განცხადებაში.

მსოფლიოს საფეხბურთო ტურნირების ორმა წამყვანმა ორგანიზატორმა ორგანიზაციამ განაცხადა: "ერთობლივი გადაწყვეტილებით, ყველა რუსული გუნდი, იქნება ეს გუნდთა ეროვნული წარმომადგენლობა, თუ საკლუბო გუნდები, მოხსნილნი არიან როგორც "ფიფას", ისე "უეფას" შეჯიბრებებიდან... ფეხბურთი ამ საკითხში ერთსულოვანია და სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა ადამიანს, ვისაც უკრაინაში ეს [ომი] შეეხო".

ორივე ორგანიზაცია აქვე იმედს გამოთქვამს, რომ სიტუაცია უკრაინაში მნიშვნელოვნად და სწრაფად გაუმჯობესდება, რათა ფეხბურთი კვლავ გახდეს "ხალხთა შორის ერთობის და მშვიდობის ვექტორი".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG