ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსში ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა


მარია კოლესნიკოვა
მარია კოლესნიკოვა

ბელარუსში საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ლიდერს, მარია კოლესნიკოვას 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენს დასავლეთში შეშფოთება მოჰყვა. კოლესნიკოვა მას შემდეგ დააკავეს, რაც გასული წლის სექტემბერში, უკრაინის საზღვარზე, საკუთარი პასპორტი დახია, რათა თვიდან აეცილებინა, ბელარუსის უსაფრხოების ძალების მიერ მისი დეპორტაცია.

ყოფილი მუსიკოსი ბელარუსში გასულ წელს დაწყებული დემოკრატიული პროტესტის ერთ-ერთ სახედ იქცა. ანტისამთავრობო გამოსვლები 2020 წლის აგვისტოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა, რომელშიც ალექსანდრ ლუკაშენკომ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ლუკაშენკო ქვეყანას 1994 წლიდან მართავს.

კოლესნიკოვას და ოპოზიციის კიდევ ერთ წარმომადგენელს, მაქსიმ ზნაკს ბრალი რამდენიმე დანაშაულში ედებოდათ: შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით; ექსტრემისტული დაჯგუფების შექმნა და ხელმძღვანელობა; ასევე - ინტერნეტით და საინფორმაციო საშუალებებით ეროვნული უსაფრთხოებისთვის საზიანო ქმედებებისაკენ მიმართული მოწოდებები.

ბრალდებებს ორივე ოპოზიციონერი უარყოფს. ზნაკს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ბელარუსის სასამართლოს გადაწვეტილება ორივე პატიმარმა გაასაჩივრა. ვერდიქტის გამოცხადებასთან ერთად, დემონსტრაცია გაიმართა სასამართლოს შენობასთან.

სასამართლო განაჩენს ევროკავშირის შეშფოთება მოჰყვა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ ნაბიჯს დემოკრატიის მცველებზე შეტევა უწოდა.

„ევროკავშირი მკაცრად გმობს ბელარუსი ხალხის ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების განგრძობით უპატივცემულობას მინსკის რეჟიმის მხრიდან“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარე საპროტესტო ტალღის განმავლობაში, ბელარუსში 10,000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები საუბრობდნენ დაკავებულთა წამების და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე,

ივლისში, ოპოზიციის კიდევ ერთ ლიდერს და ლუკაშენკოს ოპონენტს ვიქტორ ბაბარიკას, 14 წლით პატიმრობა მიესაჯა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG