ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუს აქტივისტს 8.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს


ბელარუს აქტივისტს, რომელმაც ივნისში, სასამართლო სხდომაზე ყელი გამოიჭრა, 8.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

40 წლის სციაპან ლატიპაუ, რომელიც ბელარუსულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა პოლიტპატიმრად აღიარეს, მინსკის საბჭოთა რაიონის სასამართლომ დამნაშავედ ცნო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ღონისძიებების ორგანიზებაში, სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევაში და თაღლითობაში.

ლატიპაუმ ყველა ბრალდება უარყო.

ლატიპაუ გასული წლის სექტემბრის შუა რიცხვებში დააკავეს, როდესაც სცადა შეეჩერებინა პოლიცია და მუშები, რომლებიც საცხოვრებელი სახლის შიდა ეზოში, კედელზე მიხატული ოპოზიციის წითელი და თეთრი ფერების გადაღებვას ახდენდნენ.

ეზო ცნობილი გახდა, როგორც ცვლილების მოედანი, სადაც ყოველ საღამოს პროტესტის მონაწილეები იკრიბებოდნენ. დემონსტრანტები ავტორიტარ მმართველ ლუკაშენკოს მიერ, საკამათო საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი თავის გამარჯვებულად გამოცხადებას აპროტესტებდნენ.

ლატიპაუ იყო ერთ-ერთი იმ ათასობით ბელარუსს შორის, რომლებიც იმ არჩევნების შედეგების გაპროტესტებისთვის დააკავეს, რომელიც დასავლეთმა არ აღიარა.

უფლებადამცველი ჯგუფების განცხადებით, არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომ ხელისუფლება დაკავებულების მიმართ წამების მეთოდებს იყენებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG