ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირმა ბელარუსის ქმედებას მიგრანტებით "პირდაპირი იერიში" უწოდა


პოლონეთის საზღვარზე ბელარუსიდან გადასული მიგრანტების ჯგუფი დააკავეს

ოთხშაბათს, ევროკავშირმა მინსკი დაადანაშაულა თავშესაფრის მაძიებელი იმიგრანტების საშუალებით მეზობელ ქვეყნებზე მიტანილ "პირდაპირ იერიშში". ბრიუსელმა ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდერ ლუკაშენკო ლიეტუვაში, ლატვიაში და პოლონეთში შექმნილი ვითარების ორკესტრირებაში ამხილა.

სამივე ქვეყანაში ბელარუსის საზღვრის მხრიდან შემოსული ათასობით მიგრანტის მოზღვავებაა. ისინი ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან არიან. ევროკავშირი ამ ფაქტს მინსკზე დაწესებული სანქციების გამო დაწყებულ შურისძიებად განიხილავს.

ევროპის კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების განცხადებაში ნათქვამია, რომ ბელარუსი "ადამიანებს პოლიტიკური მიზნების მისაღწევ ინსტრუმენტებად იყენებს". ერთობლივი განცხადება 27 ქვეყნისგან შემდგარი ბლოკის მინისტრებმა საგანგებო სხდომის შემდეგ გაავრცელეს. "ასეთი აგრესიული ქცევა... მიუღებელია და წარმოადგენს "პირდაპირ იერიშს, რომლის მიზანი ევროკავშირის დესტაბილიზაცია და მასზე წნეხის განხორციელებაა" - ნათქვამია განცხადებაში.

ლუკაშენკო ღიად დაიმუქრა, რომ დაწესებული სანქციების შემდეგ, უცხოელ მიგრანტებს ბელარუსში აღარ შეაკავებს. ბრიუსელში ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის მითითებით, მიგრანტები ჯერ მინსკში თვითმფრინავით გადაჰყავთ, შემდეგ კი ჩრდილოთ საზღვრებზე მანქანით მიჰყავთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG