ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიგრანტების ტალღის შესაჩერებლად, ევროკავშირი მიესალმება ერაყიდან ბელარუსში ფრენების აკრძალვას


ევროკავშირში აცხადებენ, რომ ისინი იმედოვნებენ, რომ ლიეტუვაში მიგრაციის მხრივ სიტუაცია დასტაბილურდება და ამას ხელს ისიც შეუწყობს, რომ ერაყმა ბაღდადიდან მინსკის მიმართულებით ფრენები აკრძალა.

ბოლო დღეების განმავლობაში ლიეტუვას, ლატვიისა და პოლონეთის საზღვარი ათასობით ერაყელმა მიგრანტმა გადაკვეთა. ყველა მათგანი ბელარუსიდან შევიდა ამ ქვეყნებში. საზღვრის კვეთის რეკორდულად გახშირებულმა შემთხვევებმა, აიძულა ევროკავშირის ოფიციალური პირები გაემკაცრებინათ კონტროლი საზღვრებზე და ყველა არალეგალი მიგრანტი უკან გაებრუნებინათ.

ევროკავშირში აცხადებენ, რომ მიგრანტების ევროკავშირის ქვყენებში შესვლის პროცესს ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო მართავს. ევროპელები თვლიან, რომ ესაა ლუკაშენკოს პასუხი ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებზე.

"მოხარულები ვართ იმ ძალიან კონსტრუქციული რეაქციით, რაც ერაყელ პარტნიორებს აქვთ", - აცხადებენ ევროკავშირში.

27-წევრიან ბლოკში აცხადებენ, რომ ერაყის მთავრობამ იცის არსებული მდგომარეობის შესახებ და იმედოვნებენ, რომ სიტუაცია ბაღდადი-მინსკის მიმართულებით რეისების შესახებ მალე დასტაბილურდება.

სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ ლიეტუვას პარლამენტში აპირებენ განიხილონ საკითხი იმის შესახებ, ააშენონ თუ არა მეტალის მაღალი დამცავები ბელარუსის საზღვარზე მიგრანტების შესაჩერებლად.

ამ შეთავაზების დამტკიცების შემთხვევაში, ლიეტუვა-ბელარუსის საზღვარზე აშენდება 4 მეტრის სიმაღლის რკინის კონსტრუქცია, რომელსაც თავზე მავთულხლართები ექნება გავლებული.

ახალი კონსტრუქცია 508 კილომეტრის მანძილს დაფარავს. სულ, ლიეტუვა-ბელარუსის საზღვარი 670 კილომეტრის სიგრძისაა. ქვეყანა, ასევე განიხილავს, დაუშვან თუ არა საზღვარზე სამხედრო პატრულირება, რათა დროებით ჯარმა გააკონტროლოს საზღვარი და უზრუნველყოს ქვეყნის დაცვა ბელარუსიდან გადმოსული ერაყელი მიგრანტებისგან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG