ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მილიარდერები სამთო კომპანიას აფინანსებენ გრენლანდიაში ლითონების საბადოების ასათვისებლად


მინერალების მაძიებელმა კომპანია “კობოლდ მეტალს”-მა, რომელსაც მხარს უჭერენ მილიარდერები, მათ შორის, ჯეფ ბეზოსი და ბილ გეითსი, ელექტრომობილებისთვის კრიტიკულად საჭირო მასალების გრენლანდიაში მოსაძიებლად, ლონდონის ბირჟაზე რეგისტრირებულ სამთო კომპანია “ბლუჯეი მაინინგ”-თან ხელშეკრულება გააფორმა.

“კობოლდი”, რომელიც ნედლეულის მოსაძებნად ხელოვნურ ინტელექტს და მანქანების სწავლას იყენებს, გრენლანდიის დასავლეთ სანაპიროზე საძიებო სამუშაოების დასაფინანსებლად “დისკო-ნუუსუაქ პროჯექტს” 15 მილიონ დოლარს გადაუხდის და სანაცვლოდ პროექტის აქციების 51 პროცენტს მიიღებს.

ამ სიახლის გამოქვეყნების შემდეგ, “ბლუჯეის” აქციების ღირებულება 26 პროცენტით გაიზარდა.

ლიცენზია მოიცავს ისეთ ლითონებს, როგორიცაა ნიკელი, სპილენძი, კობალტი და პლატინა. დაფინანსება შეფასებას და თავდაპირველ ბურღვას დაფარავს.

“კობოლდი” ეკუთვნის კლიმატის და ტექნოლოგიის ფონდ “ბრეიქთრუ ენერჯი ვენჩურს”, რომელსაც მხარს უჭერენ “მაიკროსოფტის” თანადამფუძნებელი ბილ გეითსი, “ბლუმბერგის” დამფუძნებელი მაიკლ ბლუმბერგი, “ამაზონის” დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და მსოფლიოში უდიდესი კააპტალის მართვის ფონდ “ბრიჯვოთერ ასოშიეთს”-ის დამფუძნებელი რეი დალიო.

“კობოლდ”-ის სხვა ინვესტორებს შორის არიან სილიკონის ველის ვენჩურული კაპიტალის ფონდი “ენდრიისენ ჰოროვიცი” და ნორვეგიის სახელმწიფო ენერგო-კომპანია “ექვინორი”.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG