ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოვიდ-19: ლევან მაისაშვილი თვეზე მეტია სამხრეთ აფრიკაში სიკვდილს ებრძვის


საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკა 30.06.2021
საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკა 30.06.2021

თვეზე მეტია სამხრეთ აფრიკელი ექიმები საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. 45 წლის მაისაშვილს კორონავირუსი 2 ივლისს, პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სარაგბო ტესტ-მატჩის შემდეგ დაუდასტურდა.

როგორც საქართველოს რაგბის კავშირში აცხადებენ, მაისაშვილს კოვიდის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული არ ჰქონდა და აფრიკაში ისე გაემგზავრა. ლევან მაისაშვილის გარდა კოვიდ-19 მაშინ ,აფრიკელთა მთავარ მწვრთნელ ჟაკ ნინაბერს, ასევე, ორივე გუნდში 20-მდე მოთამაშეს დაუდასტურდა.

ლევან მაისაშვილი სამხრეთ აფრიკა-საქართველოს ტესტის დროს 02.07.2021
ლევან მაისაშვილი სამხრეთ აფრიკა-საქართველოს ტესტის დროს 02.07.2021

ამ ექსტრაორდინალური ვითარების გამო, ჯერ გაუქმდა 9 ივლისის იოჰანესბურგის ტესტი, სამხრეთ აფრიკასა და საქართველოს შორის. შემდეგ კი 17 ივლისის ტესტი თბილისში, საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის.

აღსანიშნავია, რომ მაისაშვილის გარდა, ყველა ინფიცირებულმა კოვიდი შედარებით მარტივად გადაიტანა. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მდგომარეობა, ინფიცირებიდან ერთი კვირის თავზე კრიტიკულად დამძიმდა. ფილტვების მძიმე დაზიანების გამო, იგი დღემდე მართვით სუნთქვაზე, ხელოვნურ კომატოზურ მდგომარეობაშია და ექიმების თქმით, სეფსისიც ნიშნებიც აღენიშნება.

ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ბოლო ორი დღეა დამატებით გართულებები არ ჰქონია, თუმცა მანამდე ყველა შესაძლო გართულება ჰქონდა. ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ.
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

“ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ბოლო ორი დღეა დამატებით გართულებები არ ჰქონია, თუმცა მანამდე ყველა შესაძლო გართულება ჰქონდა.

ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ. ჩართულია ჩვენი ელჩი ბექა დვალი, ძალიან ეხმარება. იქ ადგილზე ქართველი ექიმია, ვახტანგ რეხვიაშვილი, ძალიან წარმატებული და ავტორიტეტული ექიმია და მისი კონტაქტებითაც მაქსიმალური ყურადღება აქვს.

მოკლედ, რაც შესაძლებელია ყველაფერს უკეთებენ, ვუსურვოთ ჯანმრთელობა“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა.

მაისაშვილის გადასარჩენად იოჰანესბურგის Milpark Hospitals-ის ექიმები იბრძვიან
მაისაშვილის გადასარჩენად იოჰანესბურგის Milpark Hospitals-ის ექიმები იბრძვიან

მაისაშვილს ჯერ პრეტორიაში მკურნალობდნენ, თუმცა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი დამძიმების შემდეგ, ქართველი მწვრთნელი იოჰანესბურგის კერძო კლინიკაში Milpark Hospitals გადაიყვანეს. კლინიკის ვებ-გვერდზე წერია, რომ 2011-12 წლებში ამ ჰოსპიტალში სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა მკურნალობდა.

„ერთ-ერთ საუკეთესო კერძო კლინიკაშია იოჰანესბურგში, ადგილზე არის მაღალტექნოლოგიური მკურნალობის სრული შესაძლებლობა, ამიტომ ოჯახმა სადმე გადაყვანის გადაწყვეტილება არ მიიღო“ - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

ნაკრების ექიმი: მაისაშვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:47 0:00

ამ ეტაპზე, ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. იგი სტაბილურად მძიმე პაციენტად რჩება
ნუცა შამათავა, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი ნუცა შამათავა ამბობს, რომ ამ ეტაპზე ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

"ლევანის ამჟამინდელი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იგი ახლაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება" - ამბობს ნუცა შამათავა.

ლევან მაისაშვილის საწვრთნელო კარიერა ქართულ რაგბში 1994 წელს, თბილისის „ლელოში“ დაიწყო, სადაც მან 2014 წლამდე იმუშავა.„ლელოსთან“ ერთად მაისაშვილმა 5-ჯერ საქართველოს ჩემპიონობა, 3-ჯერ კი ქვეყნის თასი მოიგო. იგი ექვსჯერ იქნა დასახელებული საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად.

2008-14 წლებში, პარალელურად, მაისაშვილი საქართველოს A ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, 2014 წლიდან კი მზარდი საქართველოს ნაკრებიც ებარა. 2016 წელს ეროვნულ ნაკრებში, ბორჯღალოსნების ახალ ზელანდიელი მთავარი მწვრთნელის მილტონ ჰეიგის ასისტენტად დაინიშნა.

იაპონიაში 2019 წლის მსოფლიო თასზე გამოსვლის შემდეგ, როცა საქართველოს რაგბის კავშირთან ჰეიგის კონტრაქტი ამოიწურა, მაისაშვილი ბორჯღალოსნების ჯერ დროებითი, შემდეგ კი მთავარი მწვრთნელი გახდა. მისი თავკაცობით, 2020 და 2021 წლებში ჩვენმა ნაკრებმა რაგბი ევროპის თასი ორჯერ მოიგო.

ბორჯღალოსნები ლევან მაისაშვილთან ერთად პირველი ტიტულის მოგებას ზეიმობენ, 2020 წელი
ბორჯღალოსნები ლევან მაისაშვილთან ერთად პირველი ტიტულის მოგებას ზეიმობენ, 2020 წელი

Facebook Forum

XS
SM
MD
LG