ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ჯარისკაცებისთვის კოვიდ-19-ის წინააღმდეგ აცრის გაკეთება სავალდებულო იქნება


პენტაგონი შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების თითოეულ წევრს სთხოვს 15 სექტემბრამდე კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთოს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ასოშეიტედ პრესი" იუწყება.

სავალდებულო აცრისთვის დაწესებული ვადა შესაძლოა კიდევ უფრო ადრე დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ მანამდე ვაქცინებმა ამერიკის მთავრობის სრული ავტორიზაცია მიიღეს, ან ახალი ინფექციების მაჩვენებელი არ შემცირდა.

"პრეზიდენტისგან სექტემბრის შუა რიცხვებამდე სავალდებულო აცრის დამტკიცების ნებართვის მიღებას ვეცდები", აცხადებს სააგენტოს მიერ მოპოვებულ მემორანდუმში თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი. ამ წერილით პენტაგონის შეფი შეიარაღებულ ძალებს სთხოვს აცრებისთვის მოემზადონ.

მისივე განცხადებით, თუ ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა, ამას შესაძლოა ამერიკის სამხედრო მზადყოფნაზე ჰქონდეს უარყოფითი გავლენა. "თავს არ შევიკავებ იმისგან, რომ ვიმოქმედო უფრო მალე ან სხვა რეკომენდაციები შევთავაზო პრეზიდენტს, თუ ამის საჭიროება ვიგრძენი. იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დავიცვათ, ჯანსაღი და მზა ჯარი გვჭირდება", წერია ლოიდის მემორანდუმში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG