ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანადამ აცრილი ამერიკელებისთვის საზღვარი გახსნა


16-თვიანი შეზღუდვის შემდეგ, რომელიც პანდემია კოვიდ-19-ის გამო იყო დაწესებული, კანადამ აცრილი ამერიკელი ტურისტებისთვის საზღვარი გახსნა. საზღვრის ბევრ მონაკვეთზე დღეს მანქანების გრძელი რიგი დგას, რაც მგზავრების რამდენიმესაათიან შეფერხებას იწვევს.

როგორც ჩანს, ბევრ ამერიკელს ზაფხულის არდადეგების დარჩენილი დღეების გატარება კანადაში სურს. მინესოტის შტატის და ონტარიოს საზღვარზე მყოფებს რიგში ყოფნა 7 საათის მანძილზე მოუწიათ, ნიუ-იორკის მოსაზღვრე ქალაქებში კი 3-საათიანი შეფერხებები აღინიშნებოდა.

კანადა ამერიკელ ტურისტებს 2020 წლის მარტის შემდეგ აღარ იღებდა. მთავრობის მიერ გასულ თვეში მიღებული გადაწყვეტილებით, სრულად აცრილი ამერიკელებისთვის საზღვარი 9 აგვისტოს გაიხსნა. მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან ჩასულ სტუმრებს, რომლებიც კოვიდ-19-ზე სრულად არიან იმუნიზებული, კანადა სექტემბრიდან მიიღებს.

ტურიზმი კანადაში ზომით მეხუთე ინდუსტრიაა, რომელსაც ქვეყნისთვის ყოველწლიურად საშუალოდ 83 მილიარდი ამერიკული დოლარის მოგება შეჰქონდა. ტურიზმში ყოველი მეათე კანადელია დასაქმებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG