ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნიაში ნავთობის გაჟონვის მიზეზებს იძიებენ


სამართალდამცავები ცდილობენ დაადგინონ თუ რამ გამოიწვია კალიფორნიაში ნავთობის წყალქვეშა მილსადენის დაზიანება, რის შედეგადაც ოკეანეში ნავთობი დიდი რაოდენობით ჩაიღვარა.

მილსადენი ოკეანის ფსკერზე, დაახლოებით 30 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. თავდაპირველი ვერსიით გამოძიება იმის დადგენას ცდილობდა, დააზიანა თუ არა მილსადენი ერთ-ერთი სატვირთო გემის ღუზამ. თუმცა მოგვიანებით, ამ ვერსიასთან დაკავშირებით შეკითხვები გაჩნდა, რადგან წყალქვეშ გადაღებულ ვიდეოზე ჩანს, რომ მილსადენის ზედაპირზე არსებული დაზიანება, შესაძლოა არ შეესაბამებოდეს დაზიანებას, რომლის გამოწვევაც მრავალტონიან ღუზას შეუძლია. მილზე, დაახლოებით, 33 სანტიმეტრიანი ამონატეხი ფიქსირდება, რომლის გარშემოც მძიმე საგნით გამოწვეული დაზიანებები არ ჩანს.

ლოს-ანჯელესისა და ლონგ-ბიჩის პორტები შეერთებულ შტატებში ყველაზე დატვირთული პორტებია, რომლებიც დღის განმავლობაში 100-ზე მეტ სატვირთო გემს ატარებს. ეს გემები ხშირად იმ ტერიტორიაზე უშვებენ ღუზას, რომელზეც მილსადენი გადის.

ჰანთინგტონ ბიჩის მოსახლეობა ნავთობის გაჟონვაზე მთავრობის რეაგირებით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ საპასუხო მოქმედებები დაგვიანდა. მათი ინფორმაციით, ნავთობის სუნსა და სავარაუდო გაჟონვაზე მოსახლეობამ მთავრობას ხმა პარასკევს მიაწვდინა, თუმცა რეაგირების პირველი ნაბიჯები შაბათ ნაშუადღევს გადაიდგა, ხოლო კორპორაციამ "ემპლიფაი ენერჯი", რომელსაც მილსადენი ეკუთვნის, მილში ნავთობის დინება მხოლოდ შაბათ ღამით გადაკეტა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG