ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჩრდილეოთის ნაკადი 2" გაზით ივსება


Nord Stream
Nord Stream

"ჩრდილოეთის ნაკადი 2", წინააღმდეგობით სავსე მილსადენი მუშაობას იწყებს და მალე გერმანიას რუსეთიდან მიაწვდის გაზს.

"ჩრდილოეთის ნაკადი 2", შევიცარიაში დაფუძნებული კომპანიაა, რომელსაც რუსული გიგანტი "გაზპრომი" ფლობს. კომპანიამ 4 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირველი მილები უკვე ივსება გაზით.

რუსულ კომპანიაში არ აცხადებენ ზუსტ თარიღს, თუ როდის ამუშავებდა მილსადენი და ამბობენ, რომ დამატებით ინფორმაციას "მომავალი ტექნიკური ნაბიჯების შესახებ" მოგვიანებით გაავრცელებენ.

გერმანული მედიის ინფორმაციით კი მილსადენი შესაძლოა ოქტომბერშივე ამოქმედდეს, თუმცა საბოლოო დასტურის მიცემამდე საჭირო იქნება, რომ რეგულატორმა ყველა საჭირო დოკუმენტაცია შეისწავლოს. რეგულატორმა იანვრამდე უნდა გადაწყვიტოს შეესაბამება თუ არა "ჩრდილეოთის ნაკადი 2" ევროკავშირის სტანდარტებს.

"ჩრდილოეთის ნაკადი 2" რუსეთიდან გერმანიამდე უკრაინისთვის გზის ავლით, გაზს გადაიტანს. ეს კი უკრაინას 2 მილიარდ დოლარს დააკარგვინებს.

სრულად დატვირთვის შემთხვევაში მილსადენს შეუძლია 55 მილიარიდ კუბური მეტრი გაზის გადატანა ევროპული ბაზრისთვის, რაც 26 მილიონი ოჯახისთვისაა საკმარისი.

უკრაინა პროექტის დაწყებისთანავე აფრთხილებდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2" საფრთხეს უქმნის არა მარტო უკრაინის, არამედ მთლიანად ევროპის ეკონომიკურ, ენერგო და ეროვნულ უსაფრთხოებას.

XS
SM
MD
LG