ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნიაში ნავთობის მასშტაბურ გაჟონვას იძიებენ


საჰაერო კამერით გადაღებული ფოტო, რომელიც მოტივტივე ბარიერებით გაჟონილი ნავთობის სანაპიროსკენ გავრცელების შეჩერებას ცდილობს. 4 ოქტომბერი, 2021 (AP Photo/Ringo H.W. Chiu)
საჰაერო კამერით გადაღებული ფოტო, რომელიც მოტივტივე ბარიერებით გაჟონილი ნავთობის სანაპიროსკენ გავრცელების შეჩერებას ცდილობს. 4 ოქტომბერი, 2021 (AP Photo/Ringo H.W. Chiu)

კალიფორნიაში შტატის ისტორიაში ნავთობის გაჟონვის ყველაზე მასშტაბურ საქმეს იძიებენ. ოფიციალურ ინფორმაციის თანახმად, ნავთობის წყალქვეშა მილსადენიდან 572,807 ლიტრმა ნავთობმა გაჟონა და სანაპირო ზოლის დაბინძურებასთან ერთად, ადგილობრივ ფლორასა და ფაუნას დიდ საფრთხეს უქმნის.


მილსადენის დაზიანების მიზეზები ჯერ უცნობია, თუმცა გამოძიება მუშაობს ერთ-ერთი გემის ღუზის მიერ მილსადენის შესაძლო დაზიანების ვერსიაზე.

ლოს-ანჯელესისა და ლონგ-ბიჩის პორტები შეერთებულ შტატებში ყველაზე დატვირთული პორტებია, რომლებიც დღის განმავლობაში 100-ზე მეტ სატვირთო გემს ატარებს. ეს გემები ხშირად იმ ტერიტორიაზე უშვებენ ღუზას, რომელზეც მილსადენი გადის.

ჰანთინგტონ ბიჩის მოსახლეობა ნავთობის გაჟონვაზე მთავრობის რეაგირებით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ საპასუხო მოქმედები დაგვიანდა. მათი ინფორმაციით, ნავთობის სუნსა და სავარაუდო გაჟონვაზე მოსახლეობამ მთავრობას ხმა პარასკევს მიაწვდინა, თუმცა რეაგირების პირველი ნაბიჯები შაბათ ნაშუადღევს გადაიდგა, ხოლო "ემპლიფაი ენერჯი" კორპორაციამ კი, რომელსაც მილსადენი ეკუთვნის, მილში ნავთობის დინება მხოლოდ შაბათ ღამით გადაკეტა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG