ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ჟურნალისტებმა მიიღეს


ნობელის პრიზი მშვიდობის დარგში, ორმა ჟურნალისტმა, მარია რესამ (ფილიპინები) და დმიტრი მურატოვმა (რუსეთი), მიიღეს. ნორვეგიული კომიტეტის თქმით, მათ ეს პრესტიჟული პრემია სიტყვის თავისუფლებისთვის გაწეული ბრძოლისთვის მიანიჭეს.

ორმა ჟურნალისტმა ეს ჯილდო მიიღო "მათი გაბედული ბრძოლის გამო გამოხატვის თავისუფლებისთვის",- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ნობელის კომიტეტმა გაავრცელა.

"ამავდროულად, ისინი წარმოადგენენ ყველა ჟურნალისტს, ვინც იცავს იდეალებს ამ სამყაროში, სადაც დემოკრატია და პრესის თავისუფლება მზარდი საფრთხის წინაშეა",- თქვა ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ. ნობელის კომიეტეტში ამბობენ, რომ "თავისუფალი, დამოუკიდებელი და ფაქტებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკა ძალის გადამეტების, სიცრუის და პროპაგანდისგან გვიცავს".

დმიტრი მურატოვმა, თავისი გამარჯვება "ნოვაია გაზეტას" 6 ჟურნალისტს მიუძღვნა, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევისა და კორუფციის გამომჟღავნებისთვის მოკლეს.

"იგორ დომკინოვი, იური შჩეკოჩიხინი, ანა პოლიტკოვსკაია, სტას მარკელოვი, ანასტასია ბაბუროვა, ნატაშა ესტემიროვა- ესენი არიან ადამიანები, ვინც ნობელის პრიზი მოიგო დღეს",- თქვა მურატოვმა.

მარია რესამ კი, რომელიც თავისი საქმიანობის გამო, ფილიპინებზე წლების განმავლობაში იდევნებოდა, ამბობს, რომ ნობელის პრემია და ეს ჯილდო იმ ორგანიზაციას დაეხმარება, ვისთვისაც მუშაობს.

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, ბოლო 86 წლის განმავლობაში ჟურნალისტებს პირველად მისცეს. ბოლოს ჟურნალისტმა ასეთი ჯილდო 1935 წელს აიღო. ის გერმანელ კარლ ვონ ოსეტზკის გადაეცა.

59 წლის მურატოვი პირველი რუსია, ვინც ნობელის პრიზი აიღო მშვიდობის დარგში, მას შემდეგ, რაც საბჭოთა ლიდერმა, მიხეილ გორბაჩოვმა აიღო ეს ჯილდო 1990 წელს. 58 წლის რესა კი პირველია ფილიპინებიდან, ვინც ნობელის პრემია აიღო ნებისმიერ დარგში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG