ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელიანტი რუსი ჟურნალისტი: ჯილდო სინამდვილეში ჩემი არ არის


დმიტრი მურატოვი ნობელის პრემიის მინიჭების შემდეგ, მოსკოვში "ნოვაია გაზეტასთან" შეკრებილ ჟურნალისტებს შეხვდა.

რუსი ჟურნალისტი დმიტრი მურატოვი, რომელსაც წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა, „ამერიკის ხმის“ რუსული რედაქციის ჟურნალისტს დანილა გალპეროვიჩს ჯილდოს გამოცხადებისთანავე ესაუბრა. ნობელის პრემია მან ფილიპინელ ჟურნალისტ მარია რესასთან ერთად აიღო „სიტყვის თავისუფლებისთვის მათი გაბედული ბრძოლის გამო“.

მურატოვი გაზეთის „ნოვაია გაზეტა“ რედაქტორი და უმეტესად სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფ რუსულ მედიაში, ერთ-ერთი ცნობილი დამოუკიდებელი ხმაა. გამოცემაში, რომელიც 1993 წელს დაარსდა, 2000 წლის შემდეგ 6 ჟურნალისტი მოკლეს. რუსეთი ჟურნალისტებისთვის მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქვეყნად მიიჩნევა.

რა აზრის ხართ ამ ჯილდოზე, იცოდით რაიმე მანამდე, სანამ ეს გამოცხადდებოდა?

გულწრფელად რომ გითხრათ, რაიმე განსაკუთრებული ფიქრები არ მქონია. ისიც კი არ ვიცი, ვინ წარმადგინა, ვინ არიან, როგორ მოხდა, არაფერი ვიცი. ისინი ხომ გადაწყვეტილებას საიდუმლოდ იღებენ. ალბათ სადღაც 50 წლის მერე მოყვებიან რაიმეს. საინტერესო კი იქნებოდა, ბევრი რამის შეტყობა.

ზუსტად ახლა შესრულდა 15 წელი ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის დიღიდან. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ეს ჯილდო და თარიღი ერთმანეთს შეიძლება უკავშირდებოდეს?

რა თქმა უნდა, და ეს ყველაზე მთავარი რამაა. მართალია, ზუსტად ახლა. რა თქმა უნდა, ასეა. სრულებით დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჯილდო სინამდვილეში ჩემი არ არის. მარტო დარწმუნებული კი არ ვარ, არამედ ასეა დანამდვილებით... ეს ჯილდო ეკუთვნის იურა შჩეკოჩიხინს, იგორ დომნიკოვს, ანა პოლიტკოვსკაიას, სტას მარკელოვს და ნასტია ბაბუროვას, თუ ნატაშა ესტემიროვას, ზოია იაროშოკს (რომელიც არა ძალადობის გამო, მაგრამ დაიღუპა), ნუგზარ მიქელაძეს. ეს უბრალოდ მათი ჯილდოა, რეალურად მათი პრემიაა. რედაქცია შევიკრიბებით და მათ სადღეგრძელოს აუცილებლად შევსვამთ.

როგორ შეაფასებდით „ნოვაია გაზეტას“ როლს რუსულ მედიასივრცეში და საერთოდ, რუსეთის ისტორიაში?

ჩვენი როლის შეფასება ჩვენი საქმე არ არის დანილა, საერთოდ არ არის ჩვენი საქმე. ამისთვის არსებობს მკითხველი, დაახლოებით მილიონი ადამიანი დღეში, უამრავი გამომწერი გვყავს „იუ-თუბზე“, 23 მილიონი კი სოციალურ ქსელებში. ეს მათი საქმეა, გადაწყვიტონ, აწყობთ თუ არა ჩვენი საქმიანობა, ის, თუ როგორ ვემსახურებით მათ, ნორმალურად, თუ არა. „ისტორიული როლის“ განსაზღვრა კი ერთმანეთის მიმართ თვითირონიით და სარკაზმითაც კი არაა ჩვენი საქმე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG