ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კაცობრიობა შავი ხვრელის უნიკალური ფოტოს მოლოდინშია


შავი ხვრელის კონცეპტუალური ნახატი

ოთხშაბათს, 10 აპრილს, მეცნიერები ისტორიული მნიშვნელობის ფოტოს პრეზენტაციას აწყობენ. ასტროფიზიკოსები საჯაროდ წარადგენენ შავი ხვრელის პირველ ფოტოს. ფოტოზე 200-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი მუშაობდა, ე.წ. მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის პროექტის (EHT) ფარგლებში.

ვაშინგტონში, შეერთებული შტატების სამეცნიერო ფონდი, კოსმოსის კვლევის საეტაპო მნიშვნელობის აღმოჩენასთან დაკავშირებით, პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენცია იმავდროულად ეწყობა ბრიუსელში, სანტიაგოში, შანხაიში, ტაიბეიში და ტოკიოში.

შავი ხვრელი ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი ადგილია სამყაროში. ის შთანთქავს სინათლეს და ნებისმიერ ციურ სხეულს, რომელიც მასთან ახლოს აღმოჩნდება. შავი ხვრელის წიაღში უკვალოდ ქრება ვარსკვლავები, პლანეტები, გაზები, მტვერი, თუ ნებისმიერი სახის ელექტრომაგნიტური რადიაცია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG