ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენმა კოვიდ-19-ის წარმოშობის შესახებ, ინფორმაციის გასაჯაროების გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც საიდუმლო მასალების ნაწილი, რომელიც კოვიდ19-ის წარმოშობას უკავშირდება გასაჯაროვდება.

თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯო ბაიდენი იზიარებს ამერიკელი კანონმდებლების სურვილს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი.

„ჩემი ადმინისტრაცია გააზიარებს რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას,“- ამბობს ჯო ბაიდენი და განმარტავს, რომ ამ პროცესში არ უნდა მოხდეს ისეთი დოკუმენტების გავრცელება, რაც ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის.

კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა, მანამდე წარმომადგენელთა პალატაში და სენატში განიხილეს და დაამტკიცეს.

შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) შეფასებით, კოვიდ-19 პანდემიის გამომწვევი ვირუსის მსოფლიოს მასშტაბით გავრცელება, დიდი ალბათობით, ჩინეთის ქალაქ ვუჰანში მდებარე ლაბორატორიიდან მისი გაჟონვის შედეგად მოხდა. პეკინი აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს "სრულებით უსაფუძვლო" ბრალდებაა.

"FBI-იმ უკვე რა ხანია დაასკვნა, რომ პანდემიის დასაწყისი, დიდი ალბათობით, უკავშირდება პოტენციურ ლაბორატორიულ ინციდენტს ვუჰანში" - თქვა ქრისტოფერ ვრეიმ, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, "ფოქსთან" (Fox) ინტერვიუში.

მანამდე, მსგავსი ვერსია შეერთებული შტატების ოფიციალური პირებისგანაც არაერთხელ გაჟღერდა. ანალოგიური შეფასება გაკეთდა ამერიკის ენერგეტიკის დეპარტამენტში. თუმცა, გამოცემა "უოლ-სტრიტ ჯორნალის" ცნობით, შეერთებული შტატების 4 სამთავრობო სააგენტო ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ კორონავირუსის წარმოშობას ბუნებრივი საწყისები აქვს.

ჯონ კირბიმ, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა 27 თებერვალს განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მთავრობაში ამ საკითხზე საბოლოო დასკვნა ჯერჯერობით არ აქვთ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG