ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების გადაცემას განიხილავს


ევროპის კავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში იკრიბებიან, რათა უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების გადაცემის და საკუთარი შეიარაღების განახლების გეგმა განიხილონ.

2 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტი უკრაინის დახმარებასთან ერთად, ევროკავშირის მიერ წარმოებული იარაღის რაოდენობის გაზრდასაც გულისხმობს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ბლოკის წევრი ქვეყნების მარაგს გააძლიერებს.

უკრაინის ოფიციალური პირები დასავლელი პარტნიორებისგან სულ უფრო მეტი იარაღის გადაცემას ითხოვენ. ქვეყანა უკვე წელიწადზე მეტია, რაც რუსეთის მიერ დაწყებულ ომს უმკლავდება.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, მოუწოდებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებს, რომ გეგმა დაამტკიცონ, რაც საშუალებას მისცემს ევროკავშირს უფრო სწრაფად და მეტი იარაღი მიაწოდოს უკრაინას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG