ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბერლინის კედლის ფრაგმენტი ვაშინგტონში


ბერლინის კედლის ნაწილის ინსტალაცია დღეს, 13 აგვისტოს იგეგმება, აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის საზღვრის მოშლიდან 54 წლის აღსანიშნავად.

ატლანტიკური საბჭოს და გერმანული კომპანიის Verbundnetz Gas Aktiengesellschaft ხელშეწყობით, შეერთებულ შტატებში განსაკუთრებული ღირებულების ბერლინის კედლის ფრაგმენტი ჩამოვიდა. ის ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის ამერიკული დიპლომატიის ცენტრში დაიდებს ბინას. კედლის ნაწილის ინსტალაცია დღეს, 13 აგვისტოს იგეგმება, აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის საზღვრის დახურვის 54 წლის აღსანიშნავად. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესცენტრი ავრცელებს.

ბერლინის კედლის ფრაგმენტი უნიკალურია იმით, რომ მასზე იმ პერიოდის ცნობილ მოღვაწეთა მიერ პირადად გაკეთებული ავტოგრაფებია, რომელთაც დიდი როლი ითამაშეს გერმანიის სახელმწიფოს გაერთიანებაში. მათ შორის არიან: ამერიკის ექსპრეზიდენტი უფროსი ჯორჯ ბუში, საბჭოთა კავშირის ყოფილი ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი, გერმანიის ექსკანცლერი ჰელმუტ კოლი, პოლონეთის ექსპრეზიდენტი ლეხ ვალენსა, ამჟამინდელი გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი.

ამერიკული დიპლომატრიის ცენტრის შენობა ჯერ არ დასრულებულა. ის მალე თანამედროვე მუზეუმის და საგანმანათლებლო ცენტრის სახეს მიიღებს, რომელიც მნახველებს ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიის ისტორიას და მის მიერ მსოფლიოზე მოხდენილ გავლენას გააცნობს. ბერლინის კედლის ფრაგმენტი პერმანენტულ ექსპოზიციად იქცევა და მუზეუმის სტუმრებს საერთო ტრანსატლანტიკურ ისტორიას და წევრი ქვეყნების ერთობის აუცილებლობას შეახსენებს.

XS
SM
MD
LG