ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიტინგი ბერლინის კედელთან


„ბერლინი საკუთარ თავს და ისტორიას ყიდის“ - ამ ლოზუნგით გერმანელები აქციაზე გამოვიდნენ

დემონსტრანტები გერმანიაში ბერლინის კედლის დარჩენილი, ყველაზე გრძელი მონაკვეთის დანგრევისგან გადარჩენას ცდილობენ. პარასკევს მშენებლებმა დაიწყეს 22 მეტრიანი კედლის დემონტაჟი ახალი ფეშენებელური, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის აშენების მიზნით.
ბერლინის კედელი აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობის მიერ 1961 წელს აიგო დასავლეთ გერმანიში გაქცევის მსურველთა შესაკავებლად და ცივი ომის სიმბოლოს წარმოადგენდა. კედელი რომელიც ერთ დროს მთლიანად აკრავდა დედაქალაქს გარსს, ახლა თითქმის უკვე გაუჩინარდა. დარჩა მხოლოდ ე.წ. აღმოსავლეთ გალერეა, რომელსაც აღების საფრთხე ემუქრება.
XS
SM
MD
LG