ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიამ ბერლინის კედლის აღმართვის 50 წლისთავი აღნიშნა


გერმანიამ ბერლინის კედლის აღმართვის 50 წლისთავი აღნიშნა

ქალაქმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპულებს.

დღეს გერმანიამ ბერლინის კედლის აღმართვის 50 წლისთავი აღნიშნა. ქალაქს კედელი ჰყოფდა და ოფიციალური მონაცემებით, ქალაქის მეორე ნაწილში გადასვლის მცდელობას 135 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ქალაქმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპულებს.

ბერლინის მერმა კლაუს ვოვერეიტმა ცერემონიაზე განაცხადა, რომ 50 წლის წინ აშენებული კედლის დანგრევა გერმანიაში თავისუფლებისა და დემოკრატიის გამარჯვების სიმბოლოა.

ცერემონიას გერმანიის პრეზიდენტი ქრისტიან ვულფი და კანცლერი ანგელა მერკელი დაესწრნენ

XS
SM
MD
LG