ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბერლინის კედელი, ახალი პროექტი და პროტესტი


გერმანული კომპანიის მიერ ახალი პროექტის დაწყებას პროტესტი მოყვა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
ბერლინელი დემონსტრანტები ბერლინის კედლის ნარჩენის დემონტაჟს ეწინააღმდეგებიან. თუმცა, როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი მაიკლ სკატურო იუწყება, დემონსტრანტებს სამშენებლო დეველოპერებთან მწვავე ბრძოლები ელით.

ბერლინის კედელი ცივი ომის ყველაზე ნათელი სიმბოლოა. ის 1961 წელს აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტურმა ხელისუფლებამ აღმართა და ამით დასავლეთ ბერლინში მოქალაქეთა გადინებას ხელი შეუშალა. დღეისთვის ბერლინის კედლის უდიდესი ნაწილი უკვე მოშლილია. კედლის ნარჩენი აღმოსავლეთ ნაწილში მოწყობილი გალერეის შემადგენელი ნაწილია. კედელი დაახლოებით ერთ მილზეა გადაჭიმული და ის მსოფლიოს სხვადასხვა მხატვრების მიერ არის მოხატული. პარასკევს კედლის ნარჩენის 22 მეტრიანი მონაკვეთის არება დაიწყეს. ეს არის პირველი ნაბიჯი იმ პროექტის განსახორციელებლად, რომლის მიზანიც ამ ადგილზე ფეშენებელური ცათამბჯენის აღმართვაა.
ამან კი მოსახლეობის ნაწილის პროტესტი გამოიწვია. კედელთან 200-მდე ადამიანი შეიკრიბა და პროექტის განხორციელებას შეეწინააღმდეგა. შედეგად სამი დემონსტრანტი დააპატიმრეს.
კანი ალვი მხატვარია. მისი ფერწერა ბერლინის კედელსაც ამშვენებს. ის ამბობს, რომ ამ კედელს უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა გააჩნია.

„ეს კედლის ყველაზე გრძელი ნარჩენია. თუკი ჩვენ მას ავიღებთ, მომავალ თაობას ვეღავ ვუჩვენებთ თუ რა მასიური კედელი იყო აღმართული და როგორ ყოფდა ის ჩვენს ხალხს. ეს არის გზავნილი, რომ უნდა გავაგრძელოთ სწავლა. კედლის გარეშე, მომავალი თაობა არ დაიჯერებს თუ რასთან გვქონდა რეალურად საქმე,“ - ამბობს კენი ალვი.

ბერლინის მერმა ამ ფაქტზე კომენტარისგან თავი შეიკავა. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა ვოლკერ ტომასმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა, რომ მის კომპანიას კედლის ნარჩენების რეკონსტრუქცია პროექტის ფარგლებში აქვს გათვალისწინებული.
კედელი ქალაქის ისტორიულად დაცულ რაიონში მდებარეობს. თუმცა, გასულ კვირას ქალაქის მერიამ კედლის ნაწილის არების ნებართვა გასცა, რამაც ბევრი ტურისტის გაოცება გამოიწვია. მათთან ერთად უკმაყოფილება ბერლინელებმაც გამოხატეს.

„მე ვფიქრობ საშინელებაა ისეთი ადგილისთვის, რომელიც ისტორიულ ღირებულებას წარმოადგენს. ისინი მთელი ქალაქის სახეს ცვლიან. ვფიქრობ, ეს ადგილი უნდა იყოს პარკი ჩვეულებრივი ადამიანებისთვის და არა მდიდარი ადამიანების პროექტისთვის,“ - ამბობს ბერლინელი ფილიტ უინტერი.

დემონსტრანტებმა პირობა დადეს, რომ ისინი ისტორიის დაცვისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
XS
SM
MD
LG