ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლუკაშენკოს რეჟიმის ახალი ძალადობრივი ქმედებები - განსხვავებული აზრის "განადგურება" 


ლუკაშენკოს რეჟიმის მიზანმიმართული, ძალადობრივი, ახალი ქმედებები განსხვავებულ აზრს "ანადგურებს"-ეს განცხადებები დასავლეთში და უფლებადამცველ ორგანიზაციებში მას შემდეგ გაკეთდა, რაც დღეს ლუკაშენკოს რეჟიმის წარმომადგენლებმა მედიაორგანიზაციების ოფისები, ოპოზიციური პარტიების წევრების, მხარდამჭერების და დამოუკიდებელი ჟურნალისტების საცხოვრებელ სახლებში საპოლიციო რეიდები განახორციელეს.

პოლიციამ რეიდის დროს ათობით ადამიანი დააკავა, ამოღებულია სამუშაო კომპიუტერები და ის ტექნიკა რომელიც ჟურნალისტური საქმიანობისთვის არის საჭირო. ლუკაშენკოს რეჟიმის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ჩხრეკა საცხოვრებელ სახლებში კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ლუკაშენკოს მთავრობის წარმომადგენლებმა ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის 342 მუხლით დაიწყეს გამოძიება. ეს მუხლი იმ ქმედებების ორგანიზებას გულისხმობს, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.

"ეს ქმედება აშკარად არის ცენტრალიზებულად ორგანიზებული, მიზანმიმართული მცდელობაა ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების განადგურების. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავხედურ თავდასხმას და მოვითხოვთ დაუყონებლივ და უპირობოდ განთავისუფლდნენ დაკავებული პირები"- ასე გამოეხმაურა ორგანიზაცია "საერთაშორისო ამნისტიის" ხელმძღვანელი აიშა იუნგი ბელარუსში განვითარებულ პროცესებს.

იუნგმა აქვე, საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა დროულად მოახდინონ რეაგირება განვითარებულ პროცესებზე. ორგანიზაციის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ბელარუსში ვითარება რთულია, დაწყებული გამოძიება კი პოლიტიკურად მოტივირებულია.

განცხადება უკვე გააკეთა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა დუნია მიატოვიჩმა. ის "ტვიტერზე" წერს:

"გამოხატვის და შეკრების თავისუფლება უნდა იყოს უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად"

მალევე ცნობილი გახდა, რომ ლუკაშენკოს რეჟიმმა ერთ-ერთი დაკავებული გაათავისუფლა. ის ჟურნალისტთა ასოციაციის ლიდერი ანდრეი ბასტუნეცია. ბასტუნეცი ამბობს, რომ რაც ბელორუსში ხდება უკვე ყველა საზღვარს სცდება და აქციების დაწყებიდან დღემდე სულ ქვეყანაში 400-ზე მეტი ჟურნალისტია დაკავებული.

"ეს არის ყველაზე დიდი დარბევა ჟურნალისტების და უფლებადამცველების მიმართ, რაც განხორციელებულა და ევროპას ოდესმე უნახავს,"- ამბობს ბორის გორეცკი.

გორეცკი თავისუფალია, თუმცა საპატიმროში რჩება ათობით ადამიანი, მათგან 10-ს უკვე წაუყენეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად და ისინი პატიმრობაში რჩებიან.

ბელარუსში ანტისამთავრობო აქციები 9 აგვისტოს შემდეგ მიმდინარეობს, გაყალბებული არჩევნების შედეგებს არც ბელარუსელები და არც დასავლური ქვეყნების წარმომადგენლები არ აღიარებენ. ლუკაშენკოს და მის გუნდს ევროპასა და ამერიკაში ახალი სანქციები დაუწესეს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG