ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ციხანუსკაია დასავლეთს გამედაობისა და სიძლიერისკენ მოუწოდებს


ბელარუსი ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანუსკაია, ევროკავშირს და აშშ-ს მოუწოდებს ლუკაშენკოს მიმართ ქმედბებში უფრო „გაბედულნი და ძლიერები“ იყვნენ.

ევროკავშირის ქვეყნების რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრთან ონლაინ შეხვედრისას, ციხანუსკაიამ ევროკავშირის წარმომადგენლებს მოუწოდა დააჩქარონ ლუკაშენკოსა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ სანქციების მიღება. ამასთან, ოპოზიციის ლიდერი მოითხოვს ბელარუსში განვითარებული მოვლენების დროს ჩადენილ დანაშაულებზე და ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებზე საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს და ამ ქმედებებს ტერორიზმის კვალიფიკაცია მიეცეს.

„საერთაშორისო რეაგირება კვლავ ძალიან მოკრძალებულია“ - განაცხადა 27 იანვარს გამართულ ონლაინ დისკუსიაზე ციხანუსკაიამ. დისკუსიის თემა „ევროკავშირი და ბელარუსი - 2021“ იყო. ვირტუალურ შეხვედრაში ციხანუსკაია ლიეტვუადან მონაწილეობდა. ის და მისი მომხრეები აცხადებენ, რომ 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ მან გაიმარჯვა და არა ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს.

ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა ქვეყნებმა უარი თქვეს ლუკაშენკოს ლეგიტიმურ ლიდერად აღიარებაზე. არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების და არჩევნების შედეგების გაყალბების გამო, დასავლეთი „ევროპის უკანასკნელ დიქტატორს“ სანქციებს უწესებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG