ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლუკაშენკო რეფერენდუმს აანონსებს


ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ქვეყანა რეფერენდუმს ჩაატარებს, კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით. ლუკაშენკოს არ დაუზუსტებია, თუ კონკრეტულად რა საკითხს შეეხება რეფერენდუმი.

ქვეყანაში ოპოზიცია და მოსახლეობა უკვე ხუთი თვეა, არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. რუსეთის ახლო მოკავშირე ქვეყანაში მასობრივი პროტესტი 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა, რომლის ოფიციალური შედეგებითაც, ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას სათავეში უკვე თითქმის 30 წელია უდგას, კიდევ ერთხელ გაიმარჯვა.

მოსახლეობის ნაწილი და ოპოზიცია მას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და მას შემდეგ რამდენიმე თვეა პროტესტი არ წყდება. დაკავებული და დაშავებულია ათასობით ადამიანი. ოპოზიცია ლუკაშენკოს გადადგომისკენ მოუწოდებს.

ლუკაშენკოს, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს, დეტალებზე არ უსაბრია, თუმცა გაანცხადა, რომ შეთანხმება პრეზიდენტის ძალაუფლების გადანაწილებას უკავშირდება და ეროვნული ასამბლეის შეხვედრაზე იქნება განხილული. ასამბლეას ფორმალური უფლებამოსილება არ აქვს, მაგრამ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მას ეს ძალაუფლება მიენიჭება.

ლუკაშენკოს მთავრობას, არჩევნების გაყალბების და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სანქციები დაუწესა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG