ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსის პოლიციამ 160-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა


ბელარუსში, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება. 31 იანვარს, საპროტესტო აქციაზე, სადაც მოსახლეობა ლუკაშენკოს გადაგომას ითხოვდა, პოლიციამ 160 დემონსტრანტი დააკავა.

ბელარუსში, პოლიციის მიერ მომიტინგეების დაკავების ვიდეოებიც გავრცელდა. ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ იტაცებენ ტროტუარზე მიმავალ დემონსტრანტებს სამართალდამცველები და მანქანებში სვამენ. მეორე ვიდეოში კი ვხედავთ, როგორ მისდევენ პოლიციელები მომიტინგეებს.

დაკავებულებს შორის იყო შვეიცარიელი ჟურნალისტი ლუცია ტშირკიც, რომელიც შვეიცარიის საელჩოს ჩარევის შემდეგ, რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.

ბელარუსი ხალხი, ქვეყნის მასშტაბით ქუჩაში დემონსტრაციებს 2020 წლის აგვისტოდან მოყოლებული ატარებს. ისინი არჩევნების შედეგების გაყალბებას აპროტესტებენ და ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.

გასულ წელს, ბოლო 26 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა, რომელშიც 100,000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

ბელარუსის საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ლუკაშენკომ, რომელიც 26 წელია ქვეყანას მართავს, ხმათა 80% მიიღო. დასავლეთი და ბელარუსის ოპოზიცია, ისევე როგორც ბელარუსი ხალხი, ამ შედეგებს არ აღირებს. ისინი საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ გამარჯვებულს აღიარებენ და ეს სვიატლანა ციხანუსკაიაა.

ციხანუსკაია არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან მალევე, იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი, სვეტლანა ცეპკალა იძულებული იყო, ასევე ქვეყანა დაეტოვებინა. სამი ქალი ლიდერიდან კიდევ ერთი, მარია კოლესნიკოვა კი საპატიმროში, ქვეყნის ღალატის ბრალდებით ჩასვა ლუკაშენკოს რეჟიმმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG