ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალ წელს აზერბაიჯანი ჟურნალისტურ საქმიანობას კიდევ უფრო ზღუდავს 


ახალი წლის წინა დღეებში აზერბაიჯანის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო შეეზღუდა მედიაგარემო და ამისთვის ახალი კანონი მიიღო. ხუთშაბათს ქვეყნის პარლამენტმა მედიის შესხებ ახალ კანონს კენჭი უყარა და დაამტკიცა.

კანონმდებლებმა გადაწყვეტილება ჟურნალისტების საპროტესტო აქციის პარალელურად მიიღეს. აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ კანონი მათ უფლებებს შეზღუდავს. კანონი ძალაში 2022 წლის დადგომისთანავე ამოქმედება.

აზერბაიჯანის მთავრობის ქმედებები ჟურნალისტებმა ბაქოში აქციით გააპროტესტეს, რა დროსაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა. ბოლო ინფორმაციით, დაშავდა სულ მცირე, ერთი რეპორტიორი.

ახალი კანონის მიხედვით, უნდა შეიქმნას ჟურნალისტთა ე.წ. ბაზა, სადაც ჟურნალისტების სახელები და გვარები იქნება მითითებული. მედიის სფეროს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ამ ბაზამ შესაძლოა მათ კონტაქტებზე გავლენა იქონიოს, რაც კიდევ უფრო გაართულებს ინფორმაციის მიღებას.

თუმცა, ჟურნალისტებისთვის მთავარი პრობლემა ე.წ. ბაზაში რეგისტრაციის წესია,სადაც მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, ვის ექნება აკრედიტაცია და უფლება, იყოს ჟურნალისტი.

კანონის მიხედვით, კრიმინალური წარსულის მქონე პირებს არ ექნებათ საშუალება აკრედიტაცია მიიღონ. ეს მაშინ, როცა აზერბაიჯანში მთავრობისთვის მიუღებელი ჟრნალისტების დევნის არაერთი ფაქტი არსებობს, ხშირად ეს პროცესები ქვეყნიდან გაქცევით ან პატიმრობით სრულდება. ნასამართლევ ჟურნალისტებს კი ახლა მთავრობა აკრედიტაციებს აღარ მისცემს, რის გამოც ისინი საკუთარი საქმიანობის გაგრძელების საშუალებას ვერ შეძლებენ.

ადგილობრივი მედიის სამართლის ექსპერტები ამბობენ, რომ მათ მიერ წარდგენილი შესწორებები პარლამენტმა არ გაითვალისწინა და პროექტის თავდაპირველი ვარიანტი შესწორებების გარეშე დაამტკიცა. როგორ უფლებადამცველები ამბობენ, საერთო ჯამში 40 შესწორება ჰქონდათ წარდგენილი.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტები კანონის გასაჩივრებას გეგმავენ, შემდეგ კი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავენ.

სამთავრობო გუნდი ჟურნალისტების პრეტენზიებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ კანონის შემუშავებისას ჟურნალისტების პოზიციები გათვალისწინებულია და მიღებული კანონი არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და არც აზერბაიჯანის კონსტიტუციას.

„თუ კანონი არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ, მიმართონ სასამართლოს და მიუთითონ, რომელი მუხლი მოდის წინააღმდეგობაში,“- ამბობს აზერბაიჯანელი დეპუტატი აიდინ მირზაზადე.

პრეზიდენტი ალიევი ახალ კანონს ხელს რამდენიმე საათში მოაწერს, რის შემდეგაც კანონი ძალაში შევა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG