ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში ადამიანის უფლებათა ცენტრი "მემორიალი" დახურეს


მოსკოვის სასამართლომ, ადამიანის უფლებათა ცენტრის, „მემორიალის“ დახურვის ბრძანება გასცა. ერთი დღით ადრე, ცენტრის „მშობელი ორგანიზაციის“ დახურვის გადაწყვეტილება რუსეთის უზენაესმაა სასამართლომ მიიღო.

მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მიერ, 29 დეკემბერს მიღებული სრულიად მოსალოდნელი გადაწყვეტილება, „უცხოელი აგნეტის“ შესახებ კანონს ეფუძნება. კანონმდებლობა მზარდი სიხშირით გამოიყენება უფლებადამცველების, ჟურნალისტების, იურისტების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების წინააღმდეგ.

სასამართლოს გადაწყვეტილება, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გააპროტესტა. განჩინების გამოცხადების შემდეგ, ისინი სკანდირებდნენ - „სირცხვილი! სირცხვილი!“

28 დეკემბერს, უზენაესმა სასამართლომ, „მემორიალ ინთერნეიშენალი“ დახურა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე შეიქმნა და მისი ერთ-ერთი მთავარი თავდაპირველი მისია სტალინური რეპრესიების გააზრება იყო.

უზენაეს სასამართლოში, პროკურორმა „მემორიალს“ ბრალი დასდო. საბჭოთა კავშირის, როგორც „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ წარმოჩენასა და მეორე მსოფლიო ომის „მეხსიერების შემცირებაში“.

სასამართლოს გადაწყვეტილება აშფოთებს დასვლურ მთავრობებს და უფლებადამცველებს.

„უცხოელი აგენტის“ სახელით ცნობილი კანონი 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ რამდენჯერმე შეიცვალა.

კანონი იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, ავალდებულებს მოახდინონ საკუთარი იდენტიფიკაცია, როგორც „უცხოელი აგენტები“.

უახლესი ცვლილებით, კანონმა მოიცვა მედიაორგანიზაციები და ცალკეული ჟურნალიტებიც.

"რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება" იყო პირველი მედია ორგანიზაცია, რომელიც რუსეთში „უცხოელ აგენტად“ მიიჩნიეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG