ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

10 შტატიდან 6-ში გამარჯვებული კანდიდატი


მიტ რომნი რესპუბლიკელთა ორ კანდიდატს 400 ხმით უსწრებს

10 შტატიდან 6-ში გამარჯვება მოპოვებული რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატი მიტ რომნი, ამომრჩევლებს იმავე სულისკვეთების შენარჩუნებას მოუწოდებს:

“მოდით ასე გავაგრძელოთ ყოველი დღე, ნაბიჯ-ნაბიჯ, კარდაკარ და ერთმანეთის თანადგომით ვიაროთ.”

13 მარტს რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატთა მარათონი ალაბამასა და მისისიპიში გაიმართება. შედეგად, მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორი - მიტ რომნი, პენსილვანიის ყოფილი სენატორი- რიკ სანტორუმი და წარმომადგენლობათა პალატის ყოფილი სპიკერი - ნიუტ გინგრიჩი წარმატების მოსაპოვებალდ ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ეტაპს დაიწყებენ.

“ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ამ მარათონს, რადგან მიმაჩნია რომ მის გარეშე წარმოუდგენელია არჩევნებში საყოველთაო გამარჯვების მოპოვება-” განაცხადა ნიუტ გინგრიჩმა.

ექსპერტი ჰენრი ოლსენი აღნიშნავს რომ, რომნი კონსერვატორებზე გამარჯვებისთვის ძალ-ღონეს კვლავ არ დაიშურებს და სამხრეთ შტატებში მოახლოებული პრაიმერის გამართვის დროს მყარი პოზიციის შენარჩუნებას შეეცდება.

ექსპერტთა მეორე ნაწილი კი განსხვავებულად ფიქრობს:

“რომნის წარმატება და მომხრეთა გარკვეული რაოდენობა, მისთვის გამარჯვების საბოლოო გარანტს არ წარმოადგენს. ”

საპრეზიდენტო კანდიდატთა შესარჩევი კამპანიის მსვლელობა, შეერთებული შტატების ყოფილ პირველ ლედის - ბარბარა ბუშს საკმაოდ აღელვებს:

“ეს ყველაზე საშინელი მარათონია, რაც კი ჩემს ცხოვრებაში მინახავს. მძულს ყოველივე ეს. მაღიზიანებს როცა ადამიანები ბინძურად მეტყველებენ.”

რესპუბლიკელთა პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების - რიკ სანტორუმისა და ნიუტ გინგრიჩის წარუმატებლი პრაიმერი, მიტ რომნის, ნოემბერში გამართულ არჩევნებში, პრეზიდენტ ბარაკ ობამას წინააღმდეგ ბრძოლის ნაკლებ შესაძლებლობას უტოვებს.

ამჟამად, მიტ რომნი რესპუბლიკელთა ორ კანდიდატს 400 ხმით უსწრებს წინ, ხოლო საპრეზიდენტო კანდიდატატის სტატუსის საბოლოო მოპოვებისათვის 1,144 ხმის ერთი მესამედია საჭირო.

XS
SM
MD
LG