ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელთა პრაიმერების ლიდერს ხმა ამომრჩეველთა 83-მა პროცენტმა მისცა

რესპუბლიკური პარტიის წამყვანმა კანდიდატმა, მიტ რომნიმ პუერტო რიკოს პრაიმერი ძალზე დამაჯერებლად მოიგო, რითაც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა.

კვირას ჩატარებულ არჩევნებზე მას ამომრჩეველთა 83-მა პროცენტმა მისცა ხმა. მიტ რომნის მთავარმა კონკურენტმა, რიკ სანტორუმმა ხმათა მხოლოდ 8 პროცენტი მოიპოვა. ნიუტ გინგრიჩი კი მხოლოდ 2-ს დასჯერდა. რომნი დარწმუნებულია, რომ მის აქტივში პუერტო რიკოდან დამატებით 20 დელეგატის ხმა აუცილებლად შევა.

უკანასკნელი პრაიმერების შედეგების მიხედვით რესპუბლიკელთა ყრილობაზე დელეგატთა აუცილებელი 1 144 ხმის მოპოვების შანსი ახლა ყველაზე მეტად მიტ რომნის აქვს. რესპუბლიკელთა კამპანია სამშაბათს ილინოისის შტატში, შაბათს კი ლუიზიანაში გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG