ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომნის ილინოისში წარმატების იმედი აქვს


აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს მიტ რომნის, ილინოისის შტატში დაგეგმილი პრაიმერის მოგების დიდი იმედი აქვს. რომნი ცდილობს კიდევ უფრო გაზარდოს სხვაობა მასსა და ძირითად მეტოქეს, რიკ სანტორუმს შორის. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით, ილინოისის შტატში რომნი სანტორუმს 15 ქულით უგებს. ამ შტატში 69 დელეგატის ხმა მოდის. მოგების შემთხვევაში რომნის ნომინაციისთვის უფრო მეტი შანსი ეძლევა. მასაჩუსეტის ყოფილ გუბერნატორს 521 დელეგატის ხმა აქვს, სანტორუმს კი 253.

XS
SM
MD
LG