ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიტ რომნი ლიდერობს


რომნიმ და სანტორუმმა შეხვედრები ილინოისში ორშაბათს გამართეს.

ეგზიტპოლების შედეგებმა გამოვლინა, რომ მიტ რომნი, ილინოისის პრაიმერიში გამარჯვების შედეგად, რესპუბლიკელ კონკურენტ რიკ სანტორუმზე ბევრად უფრო დაწინაურდა.

სამშაბათს ილინოისის რესპუბლიკელმა ამომრჩევლებმა ხმა მისცეს საკუთარ კანდიდატს, ვინც ნოემბერში დემოკრატ ბარაკ ობამას დაუპირისპირდება.

გამოკითხვების შედეგებმა აჩვენა, რომ მიტ რომნი რიკ სატორუმს 15 ქულით უსწრებს. ნიუტ გინგრიჩი და რონ პოლი კი სანტორუმის შემდეგ ადგილებს იკავებენ.

რომნიმ და სანტორუმმა შეხვედრები ილინოისში ორშაბათს გამართეს. რომნი ამომრჩეველბს სპრინგფილდში შეხვდა, საიდანაც ჩიკაგოში ეკონომიკურ საკითხებზე სპეციალური მოხსენების გასაკეთებლად გაემგზავრა. მიმართვაში იგი ამომრჩევლებს ფედერალური ხარჯების გაკონტროლებას დაპირდა.

XS
SM
MD
LG