ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი რეიდები სირიის ოპოზიციის აქტივისტების წინააღმდეგ


ახალი რეიდები სირიის ოპოზიციის აქტივისტების წინააღმდეგ

სირიის უშიშროების ძალებმა ახალი რეიდები განახორცილეს ოპოზიციის აქტივისტების წინააღმდეგ, მას შემდეგ რაც გაეროს უშიშროების საბჭო ამ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას განიხილავს.

ოპოზიციის მტკიცებით დღეს თურქეთის საზღვართან კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს და სამი დაჭრეს, როდესაც სირიის ტანკები საზღვრისპირა სოფლებში შევიდნენ.

გასულ კვირას გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო სირიის ხელისუფლების მიერ ოოზიციის წინააღმდეგ განხორცელებული რეპრესიები. დღეს კი გაეროში სირიის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე იმსჯელებენ.

თურქეთის პრემიერ-მნიტრსმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირია რეფორმების გატარებას უახლოესი 10-15 დღის განმავლობაში დაიწყებს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავითოღლუ სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს შეხვდა და ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG